One

შენობის სეისმომედეგობა

პროექტი One შექმნილია სეისმური უსაფრთხოების წესების განსაკუთრებული დაცვით.

შენობის კონსტრუქცია გათვლილია სეისმომედეგობით - 8 ბალამდე. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩატარებულია ზუსტი კონსტრუქციული გაანგარიშება, ყველა ნეგატიური ფაქტორის გათვალისწინებით.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია - საძირკვლის გამაგრება, რისთვისაც გამოიყენება საყალიბე მილებში ჩამოსხმული 102 ხიმინჯი, რომელთაგან თითოეული 40 მეტრის სიღრმეზე ეშვება . საძირკველი აგრეთვე აღჭურვილია 240 სმ-იანი სისქის ფილით, რაც შენობის საიმედობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვადასხვა კვეთის მონოლითის კედლებს, სისქით 40-დან 50 სმ-მდე, რომლებიც მდებარეობს შენობის ძირითად მონაკვეთებში. ეს აძლიერებს შენობის სტრუქტურას და უზრუნველყოფს მის დამატებით დაცვას.

შენობის კარკასი შესრულებულია B4, ხოლო არმატურაში გამოყენებულია H67 მარკირების ბეტონები. კარკასის კონსტრუქცია ქმნის ერთიან სივრცულ სისტემას, რომელიც, საკუთარ თავში აერთიანებს რკინაბეტონის პილონებს, მონოლითურ კედლებს, მოსაპირკეთებელ ფილებსა და კიბის უჯრედს. სწორედ, მათ ხარჯზე აქვს შენობას სეისმური მდგრადობისა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კომფორტსა და დაცვას კომპლექსის მობინადრეთათვის, თუნდაც სეისმოაქტიურ უბანში.
news qar