One

რენოვაციის პირველი პროექტი

ONE - პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალური განახლების პროგრამის ფარგლებში - „ბათუმი ავარიული შენობების გარეშე“, მთვარობის 2022 წლის 29 მარტის N159 დადგენილების თანახმად. მუნიციპალიტეტი არის პროექტის აქტიური პარტნიორი და აკონტროლებს მის რეალიზაციას.

პროგრამის მთავარი სტრატეგიული მიზანია არსებული შენობების განახლება და ტრანსფორმაცია, რაც განაპირობებს უსაფრთხო და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნას. მუნიციპალიტეტი, როგორც აქტური პარტნიორი, მაქსიმალურად არის ჩართული პროექტში, რითიც უზრუნვეყოფს კონტროლს მის სწორად წარმართვაზე. ეს კი თავის მხრივ იძლევა გარანტიას პროექტი მიმდინარეობდეს ყველა მოთხოვნის, სტანდარტისა და აგრეთვე მთავრობის დადგენილებების შესაბამისად.

პროექტი ONE უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბათუმის ურბანულ განვითარებასა და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნაში. მუნიციპალიტეტი და პროექტის პარტნიორები დაუღალავად მიისწრაფვიან საერთო მიზნისაკენ - შექმნან უსაფრთხო და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე ქალაქის მაცხოვრებელთათვის.
news qar