One

ძველი შენობის დემონტაჟი და სამშენებლო ტერიტორიის მომზადება

აგვისტოსა და სექტემბერში, საცხოვრებელი კომპლექსი One-ის ტერიტორიაზე, რენოვაციის პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ძველი შენობის დემონტაჟი.

ჩატარდა აქტიური გაწმენდითი სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების გასატანად. აღნიშნული აქტივობები შესრულდა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, გამოცდილი სპეციალისტების მიერ.

ამჟამად, ვემზადებით შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, რაც მოიცავს: საძირკველისათვის საჭირო მიწის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებასა და ხიმინჯების ჩამოსხმას.

ზემოთ აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს უმთავრეს ეტაპს, საცხოვრებელი კომპლექსი One-ის მყარი და საიმედო კონსტრუქციის შესაქმნელად.
news qar