ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები - ONE- ის მშენებლობის ახალი ეტაპი
ბათუმის ცენტრში ONE ბიზნეს კლასის სახლის მშენებლობა გრძელდება.
ამჟამად, სამშენებლო მოედანზე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს სახლისთვის ძლიერი საძირკველის შექმნაში. ONE-ის მშენებლობისას გამოიყენება ორი ტიპის წყობა, რაც ზრდის შენობის სეისმომედეგობას და საშუალებას მისცემს მას გაუძლოს 8 ბალამდე ზემოქმედებას.
საძირკველის გასამაგრებლად , დამონტაჟდება 110 ხიმინჯი, რომელთაგან თითოეულის სიღრმე იქნება 40 მეტრი. 240 სმ სისქის ფილა საძირკველს ძლიერსა და საიმედოს გახდის. მონოლითური კედლები - 40 სმ-დან 50 სმ-მდე სისქით შენობის ძირითად ადგილებში გააძლიერებს მთელ სტრუქტურას და დაიცავს მას პოტენციური დაზიანებისგან.