One

One Development–ი საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ ოფიციალური სპონსორია.

2025 წლის 10 მარტს „აჭარაბეთ არენაზე“ პარტნიორობის ხელშეკრულების ოფიციალური გაფორმების ცერემონია გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს One Development-ის დამფუძნებლებმა – ლუკა გერეხელიამ და შოთა ფუტკარაძემ, „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ და კლუბის გენერალურმა დირექტორმა ასლან ბალაძემ.
აღნიშნული პარტნიორობა ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურას და ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის, რათა სპორტული მიღწევები გახდეს ბათუმის საერთო კეთილდღეობის ნაწილი.
წინ გველოდება ახალი გამარჯვებები – როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ!
news qar